17 ნოემბერი 2024,   16:17
ვრცლად
თქვენ რომ ვერ მოახერხეთ ეთიკური განცხადებების გაკეთება არ მიკვირს, რადგან თქვენი ინიციატივა დისკრიმინაციულია - ჩუგოშვილი კვიციანსა და მარშანიას დაუპირისპირდა

მორიგი ხმაურიანი სხდომა საკანონმდებლო ორგანოში - ემზარ კვიციანი საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დისკრიმინაციული უწოდა.

ემზარ კვიციანი, დისკრიმინაციის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ის ამბობს,რომ კანონიდან ორი ტერმინი “სექსუალური ორიენტაცია“ და “გენდერული იდენტობა” ამოიღონ.

„დასავლეთის ბევრ ქვეყანას ძვირი დაუჯდა ასეთი ქცევა და მენტალობა, გასათვალიწინებელია,რომ საქართველო უმძიმეს დემოგრაფიულ პირობებში იმყოფება, გაეროს კვლევების მიხედვით,როგორც ერი გადაშენების პირას ვართ, ამ შემთხვევას ტრადიციული ოჯახი დაცული უნდა იყოს“- განაცხადა კვიციანმა. მან გადაწყვიტა პატრიარქის სიტყვები წაეკითხა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კვიციანს, ინიციატივის განხილვის პროცესში გამოთქმული მოსაზრებების გამო, ეთიკურობისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ მისი განცხადებები,როგოც მისი ინიციატივა დისკრიმინაციული.

„თქვენ არ გაქვთ უფლება დისკრიმინაციული გამოსვლების. თქვენ ეს რომ ვერ მოახერხეთ, მე არ მიკვირს,  რადგან მთელი თქვენი ინიციატივა არის სრულიად დისკრიმინაციული. სცადეთ მაინც ცოტა ეთიკურად გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები თქვენს ინიციატივასთან დაკავშირებით. მე როგორც სხდომის წამყვანი, გახსენებთ კანონის მოთხოვნებს, მას მხარი არ დაუჭირა ადამიანის უფლებების კომიტეტმა და ძალიან სწორად მოიქცა“ - მიმართა ჩუგოშვილმა "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატს. 

ამ ფრაზის შემდეგ, თამარ ჩუგოშვილთან დაპირისპირებაში, პატრიოტთა ალიანსის სხვა წევრებიც ჩაერთნენ. ადა მარშანიამ თამარ ჩუგოშვილი აგრესიაში და ოპონენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

"ხომ არ მიგაჩნიათ, რომ თქვენი დღევანდელი აგრესიული რეაქცია სწორედ ამაზე მეტყველებს რა. თქვენ თავად აყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმ ადამიანებს, რომლებიც ამ აქტუალურ თემაზე მსჯელობენ და საკუთარ აზრს აფიქსირებენ,"-მიმართა მარშანიამ ჩუგოშვილს.

მას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა უთხრა,რომ არ აპირებს მასთან პოლემიკას. 

დღის ამბები