4 საათიანი ლოდინის შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული აქტივისტები საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გადაიდო.
პროცესი 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოსამართლე სასამართლო დარბაზში არ გამოჩენილა. რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ პროცესი გადაიდო.
„მოვითხოვეთ სხდომის გადადება იმისათვის, რომ სრულყოფილად შევძლოთ საქმის მასალების განხილვა. ამ ეტაპისთვის, არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია რა შედის საქმის მასალებში და ჩვენი სტრატეგიის ასაგებად გვჭირდებოდა მათი გაცნობა, თუმცა, როგორც პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, აქ არ არის ვიდეო კადრები,“ - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა, ვახუშტი მენაბდემ.
აქციის მონაწილეები, 1 აპრილს დააკავეს, როცა ისინი მშენებლობის დროს დაღუპული მუშების სოლიდარობის აქციაზე იმყოფებოდნენ.
ბრალდების მხარე მათ სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება.
დაკავებულებს შორისაა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი, ვახუშტი მენაბდე, რომელიც დღევანდელ პროცესზე ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას მოითხოვს. პოლიცია მას სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, თუმცა ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ შეურაცხყოფას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მენაბდე სამართალდამცველებს მისი გინების დამადასტურებელი მასალის წარდგენას სთხოვს.