17 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
კორუფცია დაბრუნდა - ფონდმა "ღია საზოგადოებამ" მოსახლეობის განწყობა შეისწავლა

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობს - ასეთია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 69%-ის აზრით,  ხელისუფლების მაღალჩინოსნები ძალაუფლებას პირადი სარგებლისთვის იყენებენ. გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ ჩინოვნიკები ბიზნესს თანხის სანაცვლოდ მფარველობენ.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 60% დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების გავლენიანი მაღალჩინოსნები ძალაუფლებას უკანონო შემოსავლების დაფარვისთვის იყენებენ.

მოსახლეობის 77% მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მთავრობაში საქმიანობის პარალელურად საკუთარი ბიზნესიც აქვთ. 41%-ის აზრით კი, პრობლემაა, როდესაც ჩინოვნიკი სახელმწიფო სამსახურში მუშაობს და ამასთანავე ბიზნესსაქმიანობას ეწევა.

ამავე კვლების თანახმად, ჯამში მოსახლეობის 62% ფიქრობს, რომ თუ დიდი ბიზნესკორპორაცია ოპოზიციას დააფინანსებს, მაშინ მას ხელისუფლება პრობლემებს შეუქმნის.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ კვლევა კორუფციის კუთხით იმ მძიმე სურათს ასახავს, რომელიც ქვეყანაში „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შეიქმნა.

მმართველ გუნდში კი კვლევის შედეგებს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლების შტოებში კორუფცია არ არის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები