17 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
თვითდაზიანებები ლითონის მავთულით, ნემსითა და ძაფით - ბათუმის ციხეში მყოფი პატიმრების პრობლემებს ომბუდსმენი შეისწავლის

პატიმრების საქმეს, რომლებმაც ბათუმის ციხეში თვითდაზიანებები მიიღეს, სახალო დამცველი შეისწავლის. ომბუდსმენის წარმომადგენელმა უკვე მოინახულა სამივე მათგანი. გიორგი ჩარკვიანის ინფორმაციით, ორს თვითდაზიანება ხელზე ნემსითა და ძაფით აქვს მიყენებული, ერთს კი, ლითონის მავთულით ხელსა და ყელზე. პროტესტის მიზეზად პატიმრები გაუსაძლის პირობებსა და ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლას ასახელებენ. ამის შესახებ საუბრობენ სხვა პატიმრებიც, რომლებმაც ციხიდან წერილი გამოგზავნეს. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კი ბრალდებებს უარყოფენ.

"ზეწოლებზე ჰქონდათ ამ ადამიანებს საუბარი, კონკრეტულად დაასახელეს მათ შორის აღნიშნეს ვინტილაცია, წყალი, პირობები. სამი მათგანი მოთავსებულია ამჟამადაც დეესკალაციის ოთახში და ვსწავლობთ პრობლემებს,"-აცხადებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, გიორგი ჩარკვიანი. 

დღის ამბები