17 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მეფემ პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს 

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ქვეყანა დატოვა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ვერავინ ნახავს პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე მიმავალ მეფეს.

დავით ბაგრატიონი საქართველოდან ესპანეთში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც პოლიციამ დედოფალი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის  შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მეფე ქვეყანაში დევნის მსხვერპლია.

„ღიად მოგახსენებთ, ამაზე მე მქონდა საუბარი ჩემს მარწმუნებელთან და ჩვენი საზოგადოება იმ სცენას, როგორ ადის ბატონი დავითი ქალაქის სამმართველოს კიბეებზე ვერ იხილავს. ეს არის სირცხვილი და თავისმომჭრელი კადრები და ანა გრუზინსკისგან განსხვავებით, მას არ დაუკარგავს სირცხვილი და თავმოყვარეობა.

"რა თქმა უნდა არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან საკუთარი თავის წინააღმდეგ იგი არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა და ის ამ კონსტიტუციური უფლებით ისარგებლებს,“-აცხადება ადვოკატი.

ლევან ჩხეიძე ამბობს,რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ესპანეთში გამგზავრება მიმდინარე გამოძიებასთან კავშირში არ არის, რადგან ის ქვეყანაში ყოფნის შემთხვევაშიც არ ითანამშრომლებდა საგამოძიებო ორგანოსთან. ადვოკატის თქმით, თუ გამოძიება ბრალს წარუდგენს დავით ბაგრატიონს, ეს პოლიტიკური დევნა იქნება.

„ეს იქნება პოლიტიკური დევნა და ამ შემთხვევაში ჩემი მარწმუნებელი მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს საზღვარგარეთ,“- ამბობს ჩხეიძე.

დღის ამბები