17 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
გუდაურში ჩარჩენილი მგზავრებით სავსე ავტობუსი გზის გაგრძელებას უახლოეს საათებში შეძლებს

გუდაურში ჩარჩენილი მგზავრებით სავსე ავტობუსი თბილისის მიმართულებით გზის გაგრძელებას სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში შეძლებს. ამ წუთებში მაშველები იმ  ავტომობილის გზიდან გადაყვანას ცდილობენ, რის გამოც გზის სავალი ნაწილი პარალიზებულია. როგორც ცნობილია, კობი-გუდაურის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე თოვლში ერთი ავტომობილი ამობრუნდა. რის გამოც თბილისის მიმართულებით მოძრავმა ავტობუსმა გადაადგილება ვეღარ შეძლო. ამასთან ზვავსაშიშროების და ქარბუქის გამო ვერ მოხერხდა მგზავრების ევაკუაციაც.

სინოპტიკოსების ინფორმაციით შეზღუდვები კობი-გუდაურის მონაკვეთზე გაგრძელდება. რადგან გზის ამ მონაკვეთზე კვლავ ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა.

„საქართველოში მკვეთრად დაეცა ტემპერატურა. უმეტეს რაიონში არის ნალექი. მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახლით, რამაც კობი-გუდაურის გზაზე გამოიწვია გზის ჩაკეტვა. იქ არის ზვავსაშიშროება, ასევე არის ქარბუქი, რის გამოც ვერ ხერხდება გზის გაწმენდა. ადგილზე არიან ჩვენი სპეციალისტებიც რომლებიც სწავლობენ სიტუაციას და სიტუაციის შესწავლის შემდეგ მოხდება რეკომენდაციის გაცემა,"-განაცხადა სინოპტიკოსმა დავით ლოლაძემ.

დღის ამბები