„პასუხი გაგეცით არგუმენტირებულად. თუ არ მოგისმენიათ, შეგიძლიათ მიბრძანდეთ“ - ასე უპასუხა სამხარეო პოლიციის უფროსმა პანკისში, “კურიერს“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. "კურიერის" ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ გახდა პანკისის ხეობაში დამატებითი დანიშნულების რაზმის შეყვანა, თუმცა სამხარეო პოლიციის უფროსმა ამ კითხავს არ უპასუხა.
პანკისის ხეობაში ვითარება ბოლო რამდენიმე წუთია უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე სპეციალური რაზმის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, ვითარება სწორედ ამის შემდეგ გახდა უმართავი.
სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მისამართით ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს იყენებს. ადგილობრივები კი პოლიციას ქვებს ესვრიან. არიან დაშავებულები როგორ აქციის მონაწილეებს, ასევე სპეცრაზმს შორის.