ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფოთში, 2 ადამიანი დაშავდა. ნაბადას უბანში გვიან ღამით, მსუბუქი ავტომანქანა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, წაქცეული ბოძი კი ქვეითად მოსიარულეს დაეცა. დაშავდა ასევე მსუბუქი ავტომანქანის მძღოლიც.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.