90-იანი წლების კიდევ ერთი მავნე პრაქტიკის გაგრძელება - მოქალაქეებს დილით ავტომობილების ავზები გახვრეტილი ხვდებათ, ბენზინი კი მოპარული. ამის შესახებ "კურიერს" დაზარალებულებმა შეატყობინეს. ფაქტების შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. "კურიერთან" კი სპეციალისტები ამ პრობლემის კიდევ უფრო საგანგაშო შედეგებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ქალაქში უკვე არსებობს გარკვეული სქემა, რითაც კონკრეტული კომპანიები მოქმედებენ. მოქალაქეები კი, რომლებიც გახვრეტილი ავზით მცირე მანძილზე მაინც გადაადგილდებიან, შეიძლება ითქვას, რომ ნაღმზე სხედან.
"რა ტქმა უნდა პირადი მოხმარებისთვის მსგავს რისკზე არცერთი მოქალაქე არ წავა და ის ადამიანი, რომელიც ჩადის კრიმინალს, მას აქვს ფინანსური დაინტერესება და ეს ფინანსური დაინტერესება ჯაჭვური რეაქციით მოდის და სათავეს იღებს შავი ბაზრიდან," - ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვახო ურუშაძე.
ავტოექსპერტი ზურაბ ბეჟაშვილი კი განმარტავს, რომ მსგავს შემთხვევას თავისუფლად შეუძლია ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.
"ეს არის ძალიან სახიფათო შესაძლებელია მოხდეს ისე, რელიეფი ისეთი იყოს რომ საწვავი არ გადმოვიდეს დიდი რაოდენობით ადამიანმა ვერ შეამჩნიოს, დაიწყოს მოძრაობა ამის შემდეგ მოხდეს საწვავის დაღვრა და ძალიან ცუდი ამბით შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდეს,"-აცხადებს ავტოექსპერტი, ზურაბ ბეჟაშვილი.