აქცია ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოსთან - შეკრებილები სამართალდამცველებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. მათი თქმით, პოლიციამ 4 პირი ისე დააკავა, რომ მათთვის მიზეზები არ განუმარტავთ. სამართლებრივი პროცედურების დარღვევის შესახებ საუბრობს ადვოკატიც, რომელიც საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
"არ აუხსნიათ, არ უთქვამთ არაფერი, საბუთი მერე გვაჩვენეს როცა ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს,. ისეთი სისწრაფით მოვარდნენ, რომ ვიფიქრე რაღაცა მოხდა, ვიღაცა მოკლეს მეთქი, მხეცებივით,"-აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის დედა, ირმა ოვერაძე.
შს სამინისტროს ინფორმაციით კი, ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს და მათ ხულიგნობას ედავებიან. შემთხვევა მარტის დასაწყისში მოხდა. რაც შეეხება დანარჩენ ორს - მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.