17 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
დაძაბულობა უფრო და უფრო იმატებს ამ სიჩუმეში - პანკისში დაკავებების სერიების დაწყებას ელოდებიან

პანკისის ხეობაში 21 აპრილის მოვლენების შემდე,გ მთავრობის წევრებიდან არავინ ჩასულა. ადგილობრივები კი დაკავებების სერიების დაწყებას ელოდებიან და აცხადებენ, რომ ხეობაში ისედაც დაძაბული ვითარებაა, ამიტომ კარგი იქნება თუ ხელისუფლების წევრები ადგილზე ჩავლენ და დიალოგის მაგიდას მიუსხდებიან.

ადგილობრივებმა სახალხო კრება შექმნეს, სადაც ხეობის 15 სოფლის წარმომადგენლები გაერთიანდნენ.

კრების გადაწყვეტილება არის ცალსახა. პანკისის  მცხოვრებლები ჰესის აშენებას მხარს არ დაუჭერენ. ისინი ხელისუფლებას წევრებს მოუწოდებენ, რომ ჩავიდნენ ხეობაში და გამართონ დიალოგი ადგილობრივებთან.

„ყოველდღიურ მოლოდინში ვართ, რომ შეიძლება უკვე დაკავებები დაიწყოს და დილით შეგვატყობინებენ, რომ აი ეს და ეს პიროვნება წაიყვანეს და ა.შ. და ეს დაძაბულობა უფრო და უფრო იმატებს ამ სიჩუმეში. დღევანდელ დღეს შეიძლება ითქვას  რომ არავინ არ გამოჩენილა და მოსახლეობასთან დიალოგს ან რაიმე სახის დიალოგს ადგილი არ ჰქონია. აბსოლუტური უმრავლესობა, 90% თუ მეტი  არა, დღეს ეუბნება არა ჰესებს პანკისში. ჩვენი თხოვნა არის რომ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. რა თქმა უნდა თვითკრიტიკულებიც ვართ. იყო დაშვებული შეცდომები ჩვენი მხრიდანაც მაგრამ ასევე ჩვენ ვერ უარვყოფთ იმასაც, რომ სახელმწიფოსგანაც გარკვეული არასწორი ნაბიჯები გადაიდგა,“-განაცხადა რამაზ მარგოშვილმა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ კი მოხდება თუნდაც ერთი პირის დაკავება, ყველა ის პირი ვინც 21 აპრილს დაპირისპირებაში მონაწილეობდა, მივა პოლიციასთან და მოითხოვს რომ ისინიც დააკავონ.

პანკისის მოსახლეობა უახლოეს დღეებში პატრიარქთან შეხვედრასაც გეგმავს. ისინი ეკლესიის პოზიციასაც მოისმენენ. 

დღის ამბები