17 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
პანკისელები დაკავებების მოლოდინში - მოსახლეობა ხელისუფლებასთან დიალოგს უშედეგოდ ითხოვს

პანკისი უკვე 10 დღეა, ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება - ხეობელები ამბობენ, რომ თუ სახელმწიფო ადგილობრივებს ბრალს წაუყენებს და დაკავების სერიას დაიწყებს, ეს სიტუაციას უფრო მეტად დაამძიმებს. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ პასუხისგებაში ერთ პირს მაინც მისცემენ, მზად არიან ყველა პოლიციას ჩაბარდეს.

21 აპრილის შემდეგ ხეობელები ხელისუფლებასთან შეხვედრასა და დიალოგს ითხოვენ, თუმცა პანკისელებს არავინ ელაპარაკება. 10 დღეა ალაზნის ჭალაში დგას დამწვარი ტრაქტორი, მილები, რომელიც ხეობაში ჰიდროელექტროსადგურისთვის ჩაიტანეს. ტერიტორიას დაცვის პოლიცია იცავს.

პანკისში ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან დიალოგი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით არ ყოფილა. პანკისის მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს, რომ ჰესი დასახლებულ ტერიტორიაზე აშენდეს.

ხეობის მცხოვრებლების შეფასებით, 21 აპრილის მოვლენებს ხელისუფლება მხოლოდ მათ აბრალებს და საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს. პანკისში სიტუაციის დაძაბვა კი ქვეყნის გარე და შიდა მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.

პანკისის სახალხო კრებამ ერთიანი განცხადება შეიმუშავა. 15 სოფლიდან არჩეული 30 წარმომადგენელი ხელისუფლებას მოუწოდებს, ილაპარაკოს ხეობელებთან. თუმცა პანკისელების განცხადება ამ დრომდე უპასუხოდაა დარჩენილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები