17 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
დენისა და წყლის გარეშე დარჩენილი საქართველო - მასშტაბური ავარია ქვეყნის ელექტროსისტემაში

მასშტაბური ავარია ქვეყნის ელექტროსისტემაში - ნახევარი საქართველო დენის გარეშე დარჩა. მწყობრიდან გამოვიდა იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზი, რის გამოც ელექტროენერგია რეგიონებთან ერთად არ მიეწოდებოდა, თბილისის დიდ ნაწილს.

ქუთაისში ელექტრონერგიის მიწოდება შეუწყდა საბაგიროს და ეშმაკის ბორბალს, რის გამოც ხალხი სიმაღლეზე ჩარჩა.

პრობლემები შეექმნა თბილისის წყალმომარაგებასაც, ენერგოდეფიციტის გამო გაითიშა, GWP-ის სატუმბი სადგურები.

საქართველოს ელექტროსისტემის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავარია აღმოფხვრილია.

ამავე თემაზე
დღის ამბები