ბათუმში 23- ე საჯარო სკოლასთან მდებარე სკვერში, 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილთან ერთად კიდევ ერთი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელსაც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. ის ბათუმის "მედცენტრში" გადაიყვანეს.
ტერიტორია პოლიციელებმა სპეციალური ლენტით შემოსაზღვრეს. გარდაცვლილი პროზექტურაში გადაასვენეს.