17 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
მეტრო "სარაჯიშვილმა" მუშაობა განაახლა 

მეტრო "სარაჯიშვილზე" მოძრაობა განახლდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობდა. „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მოძრაობა შეჩერებული იყო.

შეფერხება მეტრო სარაჯიშვილზე მომხდარმა ტრაგედიამ გამოიწვია. ახალგაზრდა მამაკაცი მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა.

სარაჯიშვილის მეტროში, ლიანდაგებში ჩავარდნის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მაშველებმა ცხედრის ამოყვანა რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს. ახალგაზრდა მამაკაცი მატარებლის ქვეშ იყო მოყოლილი.

დღის ამბები