მეუფე იობის სკანდალური ქადაგების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი. რამინ იგიდოვის თქმით, კონკრეტული სასულიერო პირების განცხადებები საფრთხის შემცველია და უარყოფითად მოქმედებს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, რის გამოც, იგი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი მიიჩნევს, რომ ცალკეული სასულიერო პირების შეფასებები სახელმწიფოს პოზიციას არ წარმოადგენს.
„ტერიტორია საბჭოთა კავშირის დროიდან არის სადაო და ორივე ქვეყანა ცდილობს, დემილიტარიზაციის პროცესში ორივე მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ამ ბოლო დღეებში კეთდება ისეთი ემოციური განცხადებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელია და უარყოფითად მოქმედებს აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობაზე. ასეთი განცხადებები დადებით შედეგს არ მოიტანს და საჭიროა თავშეკავება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცალკეული სასულიერო პირების შეფასებები სახელმწიფოს პოზიციას არ წარმოადგენს და მსგავსი განცხადებები ვერ გააფუჭებს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას,“ - განაცხადა რამინ იგიდოვმა.