„იყიდე ხე, დამიფინანსე სწავლა“ - თბილისში „ერთად სახლში“ ორგანიზაციის ეგიდით აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს სტატუსშეჩერებული სტუდენტების დასახმარებლად ხის შეძენას სთხოვდნენ.
ახალგაზრდების თქმით, ქვეყანაში 40 ათასზე მეტი სტუდენტია, რომელიც უსახსრობის გამო სწავლას ვერ აგრძელებს.
„ვაპროტესტებთ იმას, რომ ერთი ხე მაინც შეიძინოს ბატონმა ბიძინამ იმისთვის, რომ დააფინანსოს ერთი სტუდენტი მაინც და გააკეთოს კეთილი საქმე, საქართველოს ერთი მოქალაქისთვის. ყველამ ვიცით, რა მძიმე სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში, შესაბამისად, სტუდენტები ვერ ახერხებენ სწავლის გაგრძელებას. მოვუწოდებთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ეს ძალიან ლამაზი ხე, რომელიც მას ძალიან მოსწონს, წაიღოს თავისთან, ჩაეხუტოს, რაც უნდა ის უქნას, ოღონდ დააფინანსოს სტუდენტები, რომლებსაც დღეს რეალურად უნდათ სწავლა და უნდათ უკეთეს საქართველოში ისწავლონ,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ, ირაკლი ბახტაძემ.