17 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
„ძე ქართული პროექტი“ - "მერსედეს-ბენცის" მოდის კვირეულზე ქართული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

"Mercedes benz"-ის მოდის კვირეულზე ქართული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია მოდის მეშვეობით ფილანტროპიის იდეის პროპაგანდა და საზოგადოების ყურადღების მიქცევა.

პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იყო "ფეშენ-ვიდეო" სადაც ძეგვის თავშესაფრის მაცხოვრებლები მონაწილეობდნენ.

„შევქმენით ფსევდო ტანსაცმლის ბრენდი, რომელსაც დავარქვით „ძე ქართული პროექტი“ და ამ სახელით ჩაეშვა ეს ბრენდი ინტერნეტ სივრცეში. ყველა ელოდა, რომ ეს იყო ახალი ქართული ტანსაცმლის ბრენდი, მაგრამ დრეს გახდა ცნობილი, რომ „ ძე“ სინამდვილეში არის „ ძეგვი“ და ის ადამიანები, ვინც ვიდეოში ვნახეთ, ვინც პოსტერებზე ვნახეთ, არიან რეალურად ძეგვის თავშესაფარში მცხოვრები ადამიანები თავიანთ რეალურ ტანსაცმელში,“- განაცხადა სააგენტო „Windfor’s“-ის წარმომადგენელმა თამარ ცინცაძემ.

დღის ამბები