ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა, რაც, შსს-ს ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელ მგზავრთა ნაკადის მომატებამ განაპირობა.
შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტი გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს და მგზავრებს საზღვრის კვეთისას პრობლემა არ ექმნებათ.
„რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემომსვლელ მგზავრთა მომატებული ნაკადის გამო, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა. ლარსის გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით მუშაობს და ყოველი მოქალაქე ჩვეული სასაზღვრო პროცედურის გავლის შემდგომ, დაბრკოლების გარეშე კვეთს სახელმწიფო საზღვარს,” - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.