17 ნოემბერი 2024,   17:15
ვრცლად
"ღირსეული მღვდელმთავრის ქადაგება" - მეუფე პეტრე მიტროპოლიტ იობზე საუბრობს

„ეს არის ღირსეული მღვდელმთავრის ქადაგება, თავისი სამშობლოს და სახელმწიფოს მოყვარული ადამიანისა,“ - ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის მიტროპოლიტი დავით გარეჯთან დაკავშირებით მეუფე იობის სკანდალურ ქადაგებას, სადაც მღვდელმთავარმა თქვა, რომ ქვეყანა რელიგიური კონფლიქტის ზღვარზეა.

მეუფე პეტრე ცაავა მიტროპოლიტი იობის პოზიციას იზიარებს და მის კრიტიკას არასწორად მიიჩნევს. მისი თქმით, გაუგებარია თუ რატომ გაემიჯნა საპატრიარქო მროველ-ურბნელი მიტროპოლიტიკის შეხედულებას. 

„აბსოლუტურად ვიზიარებ მეუფის ამ დამოკიდებულებას, როგორც მოციქულებრივი სამართლიანობით, პირდაპირობით და თავგანწირვით ადამიანი საუბრობს, თუ უპრინციპობის შემთხვევაში, ეკლესიამ რა პოზიცია უნდა დაიკავოს. მეუფის ქადაგებაში არაფერი საკრიტიკო არ ჩანს. უსინდისობაა შეფასება არასწორად, არაადეკვატურად. მეუფემ აბსოლუტური არადიპლომატიური, ქრისტიანული, მღვდელმთავრული პოზიცია გამოხატა სამშობლოს მიმართ,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მწვავე ქადაგებით მეუფე იობმა მრევლს დავით გარეჯის აღდგომის ტაძარიდან მიმართა. მეექვსე საუკუნის ტაძრის ამბიონიდან მიმართვის დროს მეუფე იობმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანა რელიგიური კონფლიქტის ზღვარზეა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები