საქართველოს ფოსტა იყიდება - მისი პრივატიზება წელს იგეგმება. ყიდვით დაინტერესებულია ”საქართველოს ბანკი” და TBC , ასევე რამდენიმე უცხოური კომპანია.
საქართველოს ფოსტის კომერციალიზაცია შემდგომი პრივატიზების მიზნით, 2013 წლიდან დაიწყო.
„რამდენიმე კომპანია დაინტერესებულია, პროცესი მიმდინარეობს, ეს ჩვენ დავიწყეთ 2013 წელს, ეს გახლავთ კომერციალიზაცია შემდგომი პრივატიზების მიზნით. მიმდინარეობს მუშაობა, როგორც კომპანიაში, ასევე დამფუძნებელთან და ასევე ეკონომიკის სამინისტროში მასზედ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კომპანიის განკერძოება-პრივატიზება. რამდენიმე უცხოური იკომერსით დაკავებული კომპანიები და ორი დიდი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ჯგუფურად განიხილავს რამდენიმე ეროვნული ოპერატორის პრივატიზებას. საქართველოც ბანკიც დაინტერესებულია, TBC ბანკიც დაინტერესებულია. სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, ვთანამშრომლობთ TBC ბანკთან და ვეცდებით რომ დავაინტერესოთ საბოლოო პრივატიზებითაც“ - აცხადებს „საქართველოს ფოსტის” გენერალური დირექტორი, ლევან ჩიკვაიძე.