17 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
მკვლელობა სოფელ ყანდაურაში - 85 წლის მამაკაცის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა

შვილის, რძლის და ნათესავების მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცი - ომარ გამყრელიძის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად არის გასული.

სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს. პროცესზე გამყრელიძემ მოსამართლის აცილება და საქმის თბილისში განხილვა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შემთხვევა სოფელ ყანდაურაში ორი დღის წინ მოხდა, ომარ გამყრელიძემ ოთხი ადამიანი მოკლა, საკუთარი ცოლი კი დაჭრა.

ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს რომ მკვლელობები სხვამ ჩაიდინა და ის უდანაშაულოა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები