17 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
ჩაისა და თაფლის უნიკალური სახეობების გამოფენა მთაწმინდის პარკში-საერთაშორისო ფესტივალს პრემიერი დაესწრო

ჩაისა და თაფლის ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში- მთაწმინდის პარკში ჩაისა და თაფლის უნიკალური სახეობებია წარმომადგენელი, გაიმართა სხვადსხვა კონკურსიც. პარალელურად, შედგა "ქართული ხარისხის ნიშნის" პრეზენტაციაც. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. მამუკა ბახტაძემ ქვეყანაში ბიოლოგიური პროდუქციის წარმოების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"მსოფლიოში  ყველაზე მეტად იზრდება მოთხოვნა ასეთი ტიპის პროდუქციაზე. ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე და ეს არის შანსი საქართველოსთვის, რომ ჩვენ ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიო ბაზარზე, გლობალურ ბაზარზე, როგორც ქვეყანა, რომელიც აწარმოებს ბიოლოგიურად სუფთა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. ეს არის შანსი იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა  გავხადოთ საქართველოში უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, უფრო მეტი მცირე საწარმო შეიქმნას. შეიქმნას უფრო მეტი სამუშაოა ადგილი და როგორც შედეგი დავძლიოთ ჩვენ სიღარიბე,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები