ევროპაში შრომითი უსაფრთხოება საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება. ნებისმიერი პროფესიის ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება შეექმნა საფრთხე სამსახურში, ამიტომ კანონი ყველას თანაბრად იცავს. სპეციალური აღჭურვილობისა და ფორმის გარეშე მუშას საქმიანობა ეკრძალება. სამშენებლო ობიექტს უსაფრთხოების ოფიცერი ადგილზე აკვირდება.
შრომის უსაფრთხოება საქართველოში ერთ-ერთი პრობლემატური საკითხია. თითქმის ყოველ თვე გვესმის, როგორ იღუპებიან მუშები მშენებლობაზე. არაერთხელ დასრულებულა ფატალურად მაღაროში მომუშავე ადამიანების სიცოცხლე. საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იგეგმება. შრომის შესახებ 40 დირექტივაა, აქედან 26 უსაფრთხოებას ეხება.
შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი მიღებულია, თუმცა სექტემბრიდან სრულად ამოქმედდება. ინსპექტორებს მანდატი ეზრდებათ და ნებისმიერ ობიექტზე 24 საათის განმავლობაში გაუფრთხილებლად შეეძლებათ შესვლა. იგეგმება ადამიანური რესურსის გაზრდაც. მერიასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, მონიტორინგის დაწყებაზეც მუშაობენ.
ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველომ შრომის საკითხზე ვალდებულებები 2023 წლისთვის უნდა შეასრულოს. რამდენად აღსრულდება შემდეგ ფურცელზე დაწერილი უკვე შესაბამისი სტრუქტურების მუშაობის ხარისხზეც იქნება დამოკიდებული.