17 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
უკიდურესად დაძაბული ვითარება ისრაელი ღაზას საზღვარზე - საქართველოს საელჩო ისრაელში, მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელი-ღაზის საზღვარზე არსებული უკიდურესად დაძაბული მდგომარეობის გამო
საქართველოს საელჩო ისრაელის სამხრეთით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. უწყება მოუწოდებს მათ, ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის ინსტრუქციებს მიჰყვნენ.

შექმნილი ვითარების გამო საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეებს დარეკვა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

„ვითარება კვლავ დაძაბული ამ ეტაპისთვის რჩება მხოლოდ ღაზას სექტორში და მის ტერიტორიაზე. ხოლო რაც შეეხება ისრაელის სხვა ოლქებს თუ ტერიტორიებს გრძელდება ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი. ფუნქციონირებს ყველა საერთაშორისო აეროპორტი. ამ ეტაპისთვის მოგვმართა მხოლოდ ოთხმა ქართველმა მოქალაქემ. მათ აინტერესებდათ რეკომენდაციები თუ როგორ უნდა ემოქმედათ შექმნილ ვითარებაში. დაინტერესებული იყვნენ იმ საკითხებით როგორიც არის ხომ არ არის შეფერხება სატრანსპორტო გადაადგილების თვალსაზრისით,“-განაცხადა კონსული ისრაელში ალექსანდრე ჯიშკარიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები