მუსლიმთა შეიხი დავით გარეჯის მონასტრის სადაო საკითხის გადასაწყვეტად ორმხრივი კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.
მუსლიმთა სულიერი ლიდერი აზერბაიჯანის და საქართველოს მხარეს მოუწოდებს ნუ გააკეთებენ ემოციურ განცხადებებს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას დააზიანებს.
„აუცილებელია, რომ შეიქმნას ორმხრივი კომისია და ეს საკითხი ამ გზით გადაწყდეს. მე მოვისმინე მათშორის სასულიერო პირების განცხადებებიც, რომელიც შემიძლია ვთქვა, რომ იყო ემოციურ ნიადაგზე ნათქვამი. მნიშვნელოვანია, რომ ეს განცხადებები არ გააშუქა აზერბაიჯანულმა მედიამ, რადგან კარგად აქვთ გააზრებული, რომ ეს არ არის სახელმწიფოს პოზიცია. მოვუწოდებ ორივე მხარეს, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის განცხადებებისგან რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობებს დააზიანებს,“-განაცხადა მუსლიმთა შეიხმა რამინ იდიგოვმა.