17 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
ყოველი ახალი გვარის გამოჩენისას ისევ მიკლავენ ​ თემირლანს - "ინტერნეტ ბოტებმა" მაჩალიკაშვილს იმ სპეცრაზმელის ვინაობას შეატყობინეს, ვინც მის შვილს ესროლა

მორიგი პროვოკაცია მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ - შვილმოკლული მამა აცხადებს, რომ მას უცნობმა პირებმა სოციალური ქსელით იმ სპეცრაზმელის სახელი და გვარი გაუგზავნეს, რომლის გასროლილ ტყვიასაც თემირლანი მაჩალიკაშვილი ემსხვერპლა. ინტერნეტ ბოტები მაჩალიკაშვილს უმტკიცებენ და უხსნიან, რომ მისი შვილი არა გოგაშვილმა და გომელაურმა, არამედ ამ კონკრეტულმა სპეცრაზმელმა მოკლა. მაჩალიკაშვილის თქმით, ბოტების მიზანი კი მის ემოციებზე თამაში და ძალადობაზე პროვოცირებაა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის აცხადებს, რომ ინტერნეტ ბოტებს სუს-ი მართავს და უწყება ცდილობს ის შურისძიებაზე წააქეზოს.

„ერთ-ერთი ადამიანია ირაკლი ზაქარეიშვილი, ალბათ ძალიან კარგ თანხას უხდიან. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრიმინაციისათვის. სუს-ი პირდაპირ აცხადებს, რომ ამან არ მოკლა, ამან მოკლა, ეს დამნაშავეა. მაგრამ მე არ ვიცი ის გვარი. მაგრამ ერთი ცხადია, ერთი ვიცი. ყოველი ახალი გვარის გამოჩენისას მე მიკლავენ ისევ თემირლანს. ყველაფერი გამჟღავნდება, ყველაფერი სამართალი დაიდება. მთელი ქვეყანა გაიგებს რამდენად შეტოპა სახელმწიფომ, რამდენად შეტოპა ჭაობში თემირლანის საქმის გამო. არ გამოგივათ . საკმაო დრო გავიდა, წელიწადნახევარი გავიდა. მთელი ჩემი ფსიქიკა შეისწავლეთ, მთელი ჩემი ყოფაქცევა შეისწავლეთ მაგრამ ხომ ხედავთ არც მიყიდით, არც გამტეხთ, არც დამაშინებთ. თქვენ კი არა გომელაურის უწყება, თქვენ ნაირი ათი უწყება კიდევ, რომ დაგემატოთ არ გამოგივათ ჩემთან არაფერი,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

დღის ამბები