17 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
სოსო გოგაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ მაჩალიკაშვილის აუდიოჩანაწერზე, პირველ კომენტარს აკეთებს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მან „რუსთავი 2"-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება, რომ ტერორისტული აქტის განხორციელება მართლაც იგეგმებოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მას ურჩიეს, რომ უსაფრთხოების ზომები გაეძლიერებინა, თუმცა გოგაშვილი არ აკონკრეტებს, რომელი უწყებისგან მიიღო გაფრთხილება.

„გუშინ 5 საათზე ოყო საჯარო ბრიფინგი და გუშინ შევიტყვე ზუსტად რა იყო, იქამდე არ მქონდა ინფორმაცია. უბრალოდ ვიცოდი ის, რომ მირჩიეს, უსაფრთხოების ზომები გამეძლიერებინა, მეტი დეტალები ჩემთვის ცნობილი არ იყო. რეალურად რომ იგეგმებოდა, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, იმიტომ, რომ გასაჯაროვდა გუშინ, დაკითხვები მიდის, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს,“ - განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

მას ეჭვი აქვს, რომ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა, მაჩალიკაშვილები შეგნებულად შეიყვანეს შეცდომაში. გოგაშვილი არ აკონკრეტებს, ვინ მიაწოდა მათ არასწორი ინფორმაცია.

იოსებ გოგაშვილი-ის სურათის შედეგი„ამ ადამიანზე დიდი ხნის განმავლობაში დეზინფორმაციის მიწოდება, შეცდომაში შეყვანა მიდიოდა, რომ თითქოს, მე იქ ვიყავი, თითქოს, ბრძანება გავეცი, თითქოს, ჩარეული ვიყავი. ეს ყველაფერი ტყუილია, აბსურდია, მე არსად არ ვყოფილვარ. ახლა ვრცლად ვერ გესაუბრებით, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ მოვა დრო და ბევრ რამეს აეხდება ფარდა და ბევრ სიმართლეს გაიგებთ,“- განაცხადა სოსო გოგაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ი ტერორისტული აქტის დაგეგმვას ედავება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აუდიოჩანაწერიც გაასაჯაროვა, რომლის ფიგურანტები, უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი არიან.

სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტული აქტის ჩადენა სოფელ ზემო მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე იგეგმებოდა. უწყების ცნობით, ტერორისტული აქტის განხორციელება სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს იყო განზრახული, რასაც მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვებოდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები