როენა ხუცურაული წინასწარი დაკავების იზოლატორში ვერ გადაჰყავთ. არსებული ინფორმაციით, იზოლატორებში ადგილი არ არის. დაკავებული ამ დრომდე შს სამინისტროს კუთვნილ მანქანაში ზის.
სავარაუდოდ, ავტომობილში იმყოფება მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი ქალი.
"კურიერის" გადამღები ჯგუფი იმ ავტომობილთან იმყოფება, სადაც დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანას ელოდებიან.
როენა ხუცურაული, ე.წ. „მამიდა” სხვა ბრალდებულებთან ერთად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ხუცურაულზე თვალთვალი და მიყურადება ერთი თვის განმავლობაში ხდებოდა, გამოძიების მასალებით ის სასტუმროში ფართებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად აქირავებდა.