როენა ხუცურაულის, იგივე მამიდას დაკავებას, სასტუმროებში საგანგებო რეიდები უძღოდა წინ. უკვე ერთი თევა, რაც სასტუმროები, რომელიც მეტსახელად მამიდას და მასთან ერთად დაკავებული პირების სახელს უკავშირდება, დაკეტილია. ეს სასტუმროებია „მამიდა“, სასტუმრო „გოლდი“ და სასტუმრო „მზე“.
"კურიერის“ ინფორმაციით, ერთი თვის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სასტუმროებში ფართომასშტაბიანი რეიდები ჩატარდა, რის შემდეგაც ის ქალბატონები გამოკითხეს, რომლებიც აღნიშნულ სასტუმროებში იყვნენ დასაქმებულები. სამართალდამცველებმა, სასტუმროს 270-მდე ქალბატონი გამოკითხეს, რის შემდეგაც, როენა ხუცურაულის, იგივე „მამიდას“ ბრალეულობა გამოიკვეთა.
როენა ხუცურაული, მეტსახელად მამიდა, მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ის სამართალდამცველებმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. მამიდასთან ერთად, დაკავებულია კიდევ ორი ქალბატონი, სასტუმრო მამიდას მოიჯარე, მეტსახელად სალომე და სასტუმრო "გოლდის" მფლობელი.
სამივე მათგანს გამოძიება, პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემას ედავება. ბრალს დაკავებულებს ოფიციალურად ხვალ დილით წაუყენებენ.