17 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
პუტინის, მისი იდეოლოგიისა და გეორგიევსკის ბაფთების ადგილი აქ არ არის! - დაპირისპირება ვაკის პარკში რუსეთის წარმომადგენელ დიპლომატთან

ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვაკის პარკში დღეს მშვიდად აღნიშნეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა, რომლებიც ტრადიციულად უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეიკრიბნენ, ძველი დრო გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემორიალთან დღეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან ერთად პოლიტიკოსებიც მივიდნენ.

ვაკის პარკში იმყოფებოდნენ რუსეთის ინტერესების დამცველები შვეიცარიის საელჩოს სექციიდან, რა დროსაც ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებთან შელაპარაკება მოხდა. 

სამოქალაქო აქტივისტები ცდილობდნენ აეხსნათ რუსეთის წარმომადგენლისთვის,  რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთი საქართველოსთვის, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთის წარმომადგენელს იქ დგომის უფლება არ აქვს.

„დგახართ თავისუფლად და დიალოგებს აწარმოებთ საქართველოში. კეთილი იყოს რუსთის ყველა ნორმალური მოქალაქის მოსვლა, ისინი ჩამოდიან, ზოგს აქ ნათესავი ჰყავს,  მაგრამ პუტინი და მისი იდეოლოგია აქ არ უნდა იყოს, არც გეორგიევსკის ბაფთების ადგილია, ფაშისტური იდეოლოგიის გამტარებელი ხართ, კორუფციონერები, პუტინმა თქვენი ქვეყანა დაანგრია თქვენ კი ტაშს უკრავთ, რასაც პუტინი საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანს, მოლდოვას და ყველა რესპუბლიკას უკეთებს თქვენვე შემოგიბრუნდებათ,“-მიმართა აქტივისტმა რუსეთის ინტერესების დამცველ დიპლომატს.

დღის ამბები