17 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სემინარს დაესწრო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო სემინარს დაესწრო.  ვაშაძე სემინარზე  მოხსენებით გამოვიდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ღონისძიებაზე სკოლის ხელმძღვანელის, არმაზ ახვლედიანის მოწვევით ესწრებოდა და მისი მოხსენება 2003-2019 წლებში საქართველოს დემოკრატიის გაკვეთილებს შეეხებოდა.

„უამრავმა ჟურნალისტმა, გამოცდილმა უკვე, უამრავმა პოლიტიკოსმა გაიარა ეს სკოლა. მათ შორის, სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რამდენიმე ჩვენმა ელჩმა და არაფერი არ გამიგია, გარდა უღრმესი მადლიერების გრძნობისა ამ სკოლის მიმართ, იმიტომ, რომ ყველაზე აქტუალური, ყველაზე მწვავე საკითხები, რომლებიც დღეს დგას საზოგადოების წინაშე და რომელიც აღელვებს ჩვენ საზოგადოებას და ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, აქ ძალიან კონფიდენციალურ, მაგრამ ღია, პატიოსან და გახსნილ ატმოსფეროში განიხილება,“- განაცხადა ვაშაძემ.

​​

დღის ამბები