17 ნოემბერი 2024,   18:23
ვრცლად
საფრანგეთის და საქართველოს აეროპორტებში მიგრაციის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა გაიზრდება - შს უწყებების პრევენცია უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის გაფრთხილება ქართულ მხარეს - თუ უკანონო მიგრაცია არ შემცირდა, ამან შესაძლოა ქვეყნისთვის უსიამოვნო შედეგები მოჰყვეს. ეს განცხადება საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე გაკეთდა, სადაც მთავარი თემა საქართველოს მოქალაქეების უკანონო მიგრაცია და თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდა იყო.

როგორც საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, მიღებულია რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის აეროპორტებში მიგრაციის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა გაზრდაზე, როგორც საქართველოში ასევე საფრანგეთის აეროპორტებში.

შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, ეს უკანონო მიგრაციის პრევენციისთვის დამატებითი ფაქტორი გახდება.

"საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები, როგორც საფრანგეთიდან იქნებიან წარმოდგენილი საქართველოში , ასევე საქართველოს წარმომადგენელი იქნებიან წარმოდგენილი საფრანგეთში, მათ სორის ლიონში და სხვა ქალაქებში სადაც კი იქნება პირდაპირი ფრენები, იმისთვის, რომ ჩვენ წინასწარ მოვახერხოთ იმ რისკების შეფასება,რომელიც შეიძლება არსებობდეს შემდგომ თავშესაფრის მოთხოვნის კონტექსტში.

მე ვფიქრობ, რომ ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაშიც ძირითადი ნაწილი აქ არის პრევენციაზე მუშაობა და რაც ბატონმა მინისტრმა ბრძანა, რა თქმა უნდა, ტერორისტული გამოწვევები, რომელსაც ასევე პრევენციულად ერთად უნდა ვებრძოლოთ,"-განაცხადა შს მინისტრმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები