17 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
აქეზებდა თუ არა ელისო კილაძე მაჩალიკაშვილს გოგაშვილის წინააღმდეგ - ჟურნალისტი ცილისწამებისთვის ჩივის

აქეზებდა თუ არა ელისო კილაძე მალხაზ მაჩალიკაშვილს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ - გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი მსგავს განცხადებებს აბსურდულს უწოდებს. 

ჟურნალისტის თქმით, მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები ისმის, რომ ის, თითქოს, მალხაზ მაჩალიკაშვილს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ აქეზებდა.

ელისო კილაძე ცილისწამებისთვის პროკურატურაში ჩივის. კილაძემ სარჩელი, თადუმაძის უწყებაში უკვე შეიტანა, ის რამდენიმე პირის, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის დაკითხვას მოითხოვს.

„ეს გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული, ამ პირების მხრიდან ძალიან მძიმე დანაშაულის დაბრალება და მე მოვედი გენერალურ პროკურატურაში იმისთვის, რომ დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება თითოეულმა მათგანმა გამოძიებას მისცეს ინფორმაცია, რა ფაქტებზე დაყრდნობით აკეთებენ მსგავს განცხადებებს. განსაკუთრებით მძიმეა ჩემთვის, რომ ამ სიაში მოხვდა მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი. თუ მარიტა კუბლაშვილმა იცოდა, რომ მე ვაქეზებდი თვეების განმავლობაში მალხაზ მაჩალიკაშვილს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ, გამოდის, რომ მან ასევე საკმაოდ მძიმე დანაშაული დაფარა,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

 

დღის ამბები