17 ნოემბერი 2024,   18:20
ვრცლად
ფსიქოლოგიური ზეწოლა ნინო გვენტაძეზე - გადამდგარი მოსამართლე განმარტებებს აკეთებს

უზენაესის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ ის სასამართლოში შექმნილ პრობლემებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. მისი თქმით, ვერ ისაუბრებს ვერც კლანურ მმართველობაზე.

ათთვიანი დუმილის შემდეგ, გადამდგარი მოსამართლე ამბობს, რომ შორიდან ადევნებს თვალს სასამართლოს სისტემაში მიმდინარე საკითხებს.

„ვიცი რომ მწვავე საკითხი, რომელიც უკავშირდება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირეს და კადრებით შევსებას არის მტკივნეული პროცესი,“-განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, გადადგომის მიზეზი ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა ადასტურებს, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადო გამწესებას დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. კითხვაზე, ერთ-ერთ სხდომაზე ამბობდა თუ არა რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, გვენეტაძე ამბობს, რომ ეს სხდომა უვადოდ მოსამართლეთა გამწესების საკითხს ეხებოდა. 

„ეს მე მახსოვს ეს იყო ერთ-ერთი ეტაპი, როდესაც მოსამართლეთა გარკვეული რაოდენობის უვადოდ გამწესება ხდებოდა, ამ პროცესთან მიმართებით ჩვენ გვქონდა ძალიან წინააღმდეგობრივი და დაძაბული პოზიცია. ეხებოდა მოსამართლის უვადოდ გამწესების საკითხს, სადაც ჩემი პოზიცია იყო რამოდენიმე მოსამართლის ასევე უვადოდ გამწესების შესახებ, რომელსაც კონკრეტულ იმ სხდომაზე უარი ეთქვა. პასუხისმგებლობას მე ჩემი მოღვაწეობის პერიოდში განხორციელებულ მოვლენებთან დაკავშირებით რასაკვირველია ვიღებ,“-განაცხადა გვენეტაძემ.

დღის ამბები