17 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
სასტუმრო თუ გაიხსნება, აბონიმენტს, ვეტყვი და დაგირიგებთ - "მამიდას" ადვოკატი ჟურნალისტს ხუცურაულის სასტუმროზე ესაუბრება

„სასტუმრო თუ გაიხსნება, აბონიმენტს, ვეტყვი და დაგირიგებთ,“ - ეს განცხადება როენა ხუცურაულის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების შემდეგ, ჟრნალისტების კითხვებზე საპასუხოდ გააკეთა. 

 „მამიდამ“ რუსთავის N5 დაწესებულება ცოტა ხნის წინ, 30 ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულმა, მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

როენა ხუცურაულმა ასევე უკომენტაროდ დატოვა ჟურნალისტის კითხვა, ვისთან ჰქონდა დავა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. „შაბათის კურიერის“ ანონსის თანახმად, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ხუცურაული თავის სახელზე იფორმებდა მიწის ნაკვეთებს, მათ შორის, აბასთუმანში.

მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ კითხვებს ასევე არ პასუხობს მისი ადვოკატი.

წინასწარი პატიმრობიდან, 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა ასევე, როენა ხუცურაულთან ერთად დაკავებული ზინაიდა ქორიძეც, თუმცა პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაწყებულ საქმეზე გამოძიება გრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, გაიხსნება თუ არა ისევ სასტუმრო "მამიდა."

დღის ამბები