17 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
მაჟორიტარი სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად - მთაწმინდელებმა კიდევ ერთხელ უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება მათი ხმა პარლამენტში  

მთაწმინდელებმა კიდევ ერთხელ უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება მათი ხმა პარლამენტში. 19 მაისს მოსახლეობამ მთაწმინდის ოლქში, 20 კანდიდატიდან ერთი უნდა აირჩიოს. თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, მოსახლეობას საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ყოველდღიურად იშლება. ნადგურდება უნიკალურად მოხატული სადარბაზოები და ამავდროულად, ადამიანების სიცოცხლეს ექმნება საფრთხე. ხალხს ყოველ ღამე შიშით ცხოვრება უწევს.

ქალაქის იერსახე იკარგება, მოსახლეობა თავად ვერაფერს ცვლის, რადგან ძეგლის სტატუსი აქვს, მთვარობა კი საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას არ ან ვერ უფრთხილდება. მოსახლეობა ამბობს, რომ წინა მაჟორიტარმა მათი იმედები ვერ გაამართლა, თუმცა თავად გაუმართლა და პრეზიდენტი გახდა.

შალვა შავგულიძე, რომელიც ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატია, მოსახლეობას იმ პრობლემებზე ესაუბრება, რომელიც მათ აწუხებთ.

შავგულიძე პოლიტიკაში აქტიურად 2012 წელს გამოჩნდა. მაშინ, ბიძინა ივანიშვილმა გირგვლიანის ადვოკატი სამაგალითოდ წარადგინა. პარლამენტში შესვლიდან მალევე მიხვდა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაპირებებს არ შეასრულებდა, ამიტომ კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა.

რაც შეეხება ლადო კახაძეს, „ქართული ოცნების" წარდგენილი კანდიდატი მოსახლეობას დახმარებას და პრობლემებზე ზრუნვას ჰპირდება. კახაძემ P.S-ს ვრცელ ინტერვიუზე თანხმობა განუცხადა, მოგვიანებით კი პრესსამსახურში განაცხადეს, რომ საუბარი აღარ შედგებოდა. გადამღები ჯგუფი შაბათს რუსთაველზე შემთხვევით შეხვდა.

ლადო კახაძე ექიმი, აქამდე "ლეიბორისტებთან," მოქალაქეთა კავშირთან და ბურჭულაძესთნ თანამშრომლობდა. ამჯერად პირადად ბიძინა ივანიშვილის მიპატიჟებით ცდის ბედს. ცნობილ ექიმს მოსახლეობასთან შეხვედრებზე მომღერლები დაჰყვებიან. 

 

დღის ამბები