დაზიანებული კედელი და იატაკი - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარიდან გასროლილი რაკეტა კიკილაშვილების საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაზიანებულია შენობის სახურავი და იატაკი.
ქართველი სპეციალისტები რაკეტის ტექნიკურ სპეციფიკასთან შეუსაბამო მუშაობის შესახებ განმარტებებს, რაკეტების მწარმოებელი ბულგარული კომპანიისგან ითხოვენ.
მანამდე კი კიკილაშვილებისთვის მიყენებულ ზიანს "ბუნებრივ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი" აანაზღაურებს.
პარალელურად, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარის უშედეგო მუშაობაზე ჩივიან სოფელ ქვემო მაჩხაანში მცხოვრები ფერმერები, რომლებიც ძლიერი სტიქიისგან დაზარალდნენ.
"ჟეშტი ხომ ჩამოგლიჯა, გიფსოკარდონიც ჩამოგლიჯა, ხალიჩაც და პოლში დაბლა ჩავარდა. ნახევარ მეტრზე მეტი იქნებოდა, ძლივს ამოიღეს,“-აცხადებს დაზარალებული ზაირა კიკალაშვილი.