17 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
ახალი სიცოცხლე ჭიათურას, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ამას სჭირდება განხორციელება-ჭიათურის მერობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

განუკითხაობა საჯარო სტუქტურებში, უსამართლოდ მოხსნილი სოციალური დახმარებები, უპერსპექტივობა და სიღარიბე - ეს ის პრობლემებია, რომელზეც ჭიათურის მოსახლეობამ მერობის დამოუკიდებელ კანდიდატთან და „ევროპული საქართველოს“ წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა.  მოსახლეობას მძიმე სოციალური ფონის გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც აწუხებს. ჭიათურაში დღემდე მოუგვარებელია სასმელი წყლის პრობლემა, დამატებით პრობლემას ქმნის ქალაქის ცენტრში მოსიარულე სატვირთოები, რომლითაც მადანს ეზიდებიან.

მერობის კანდიდატი დავით ჭუმბურიძე აცხადებს, რომ ჭიათურას სჭირდება ახალი სიცოცხლე.

„გვაქვს დიდი იმედი იმის რომ მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს. მხარს დაუჭერს ახალგაზრდული ენერგიის ქალაქში შემოსვლას, რაც ესე ძალიან სჭირდება ქალაქს და ჩვენი სლოგანი რაც არის ახალი სიცოცხლე ქალაქს, ახალი სიცოცხლე ჭიათურას, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ამას სჭირდება განხორციელება,“-განაცხადა დავით ჭუმბურიძემ.  

დღის ამბები