17 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
ქორეოგრაფიული ხუმრობა სახელწოდებით „ამაო სიფრთხილე” - საბალეტო დასი პრემიერისთვის ემზადება  

საბალეტო დასი პრემიერისთვის ემზადება - ქორეოგრაფიული ხუმრობა სახელწოდებით „ამაო სიფრთხილე” ოპერისა და ბალეტის თეატრში პირველად იდგმება. 

სპექტაკლი ახალგაზრდა შეყვარებულებზეა, მათი ისტორია კი ერთ პატარა ლამაზ სოფელში მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანი წარმოდგენისთვის მთელი დასი ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ „ამაო სიფრთხილე“ წლების წინ გრიბოედოვის თეატრის სცენაზე იცეკვეს, ახალი რედაქციის დადგმა ბევრად უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი უკვე ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე იქნება.

17 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პირველად იქნება წარმოდგენილი ქორეოგრაფიული ხუმრობა, რომელიც მსოფლიოს მუსიკალური კულტურის ისტორიაში შევიდა, როგორც თანამედროვე სცენაზე შემორჩენილი ყველაზე ძველი ბალეტი. საპრემიერო დღეები 18 და 19 მაისსაც გაგრძელდება.

დღის ამბები