17 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
გიორგი გახარია, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის რანგში, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს ხვდება 

უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის რანგში, შინაგან საქმეთა მინისტრი უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს პირველად ხვდება. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების გაანალიზება სწორედ ექსპერტულ წრეებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მოხდება.

„ქვეყანაში ეფექტურად მომუშავე უშიშროების საბჭო, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო და მიეხმარება პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ღრმა სისტემური ანალიზის საშუალებით, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჩვენ ადეკვატურად ვაფასებთ იმ საფრთხეებს, რომელშიც ქვეყანას უწევს ყოველდღიური ცხოვრება და ამისთვის, ამ პროცესში ჩართულები იქნებიან როგორც ექსპერტები, ასევე ახალგაზრდა ექსპერტები და რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

შეხვედრას ესწრებოდა პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში პრემიერის მხრიდან და შეხვედრის მონაწილე პირთაგან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

„გამოწვევები ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს ამ მიმართულებით, როგორც შიდა, ასევე საგარეო უსაფრთხოების კონტექსტში. ოპერატიული გამოწვევების შემთხვევაშიც, თანამშრომლობისთვის მზაობა არის მისი მხრიდან, რასაც ჩვენი მხრიდანაც ძალიან გულწრფელი თანამშრომლობის სურვილი მოჰყვა,“ - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

 

 

 

 

დღის ამბები