ხელისუფლებამ სანდრა რულოვსის წინააღმდეგ, პოლიტიკურ არენაზე მანანა არჩვაზე-გამსახურდია გამოიყვანა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლე ამ წუთებში, ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს ხვდება და მოუწოდებს ხმა არ მისცენ ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ.
შეხვედრაზე არ იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა აქციის მონაწილეების იქ ქართული ოცნების დროშებით და საარჩევნო ატრიბუტიკით მივიდნენ.
"ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს საქართველოდან გაძევებას. ზვიად გამსახურდია, რომელმაც სიცოცხლე შესწირა, ყველაფერი გაიღო საქართველოსთვის... საქართველოში ჩამოვიდა, პირველი მისი ნაბიჯები იყო სამეგრელოში ვინაიდან იცოდა რა მოელოდა სამეგრელოს და არაფრით არ დაუშვებდა. მტერმა ყველა ღონე იხმარა, მოღალატეებმა, მე მოღალატეებს მერე ჩამოგითვლით, ახლა არ შევეხები მათ და მათ კატეგორიულად უნდა მივმართო და გავაფრთხილო, რომ დღეიდან დატოვონ სამეგრელოს ტერიტორია. გაძევებულ იქნენ ესენი,“-განაცხადა მანანა არჩვაძემ.