ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებების ორგანიზატორებს და მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პოლიცია უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი,"-ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად. შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.