სოფელ კახათში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთი მათგანი რეანომობილით თბილისში გადმოიყვანეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ის ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში შევარდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. დაშავებულია 8 მოზარდი, მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
ფაქტზე გამოძიება საგზაო მოძრაობის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.