17 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე მსვლელობით აღნიშნა 

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე მსვლელობით აღნიშნა. ისინი "რესპუბლიკის მოედანზე" შეიკრიბნენ და მსვლელობით სამების ტაძარში მივიდნენ. მსვლელობაში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. მათ პარაკლისი გადაიხადეს.

„არსებობს მთელს მსოფლიოში მამათმავლობის პროპაგანდის მცდელობა და ამას სჭირდება წინააღმდეგობა, მთავრობა უძლურია, ამიტომ ეკლესიამ ეს გააკეთა. ფაქტიურად ეკლესია ამით უპირისპირებდა ეშმაკს. ამიტომ, ეს არის დაწესებული სწორედ მათ საწინააღმდეგოდ. ეს აგიტაცია იწვევს ჩვენი შვილების ცნობიერების შეცვლას. აქედან გამომდინარე, რადგანაც ჩვენ 2013 წელს მოვახერხეთ, რომ ვერ შეძლეს ჩატარება, ეს ჩვენ გვეზეიმება, რომ ჩაიშალა ლგბტ აქცია“ - განაცხადა  გურამ ფალავანდიშვილმა.

აქცია-მსვლელობაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი, დიმიტრი ლორთქიფანიძე.

„17 მაისს ჩვენ უკვე მეექვსეჯერ ვზეიმობთ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ოჯახის სიწმინდის დაცვის დრეს და ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, ეს დღე აღინიშნება ხოლმე დილიდანვე. ნიშნად იმისა რომ არანაირი ტრანსჰობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე არ იქნება საქართველოში არასდროს, სანამ იქნება ეს ლოცვა-კურთხევა“ - განაცხადა უფლებადამცველმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

დღეს ქართული ეკლესია ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს აღნიშნავს. საქართველოს საპატრიარქო მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადება. 

სახალხო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 17:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის.

ღონისძიებები კი დღის ბოლოს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანის" მიერ ორგანიზებული კონცერტით დასრულდება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები