17 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
„ეს არის კრიმინალი, ეს უნდა იყოს ციხეში," - ხმაური კახათის #35 საარჩევნო უბანზე

ხმაური კახათის #35 -ე საარჩევნო უბანზე - ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. დაპირისპირების მიზეზი საარჩევნო უბანთან სიტუაციის გასაკონტროლებლად "ქართული ოცნების" დეპუტატის გია დანელიას მისვლა გახდა.  დანელია იმ სკანდალურ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს, რომელიც 14 მაისის "კურიერმა" გაასაჯაროვა და სადაც თავად ყვება როგორ მიიღო პარტიის ცენტრალური ოფისიდან დავალება, რომ ყველა ხერხით, მათ შორის დაშინებითა და ტერორით შეძლონ ამომრჩევლის ხმების 50 პროცენტს, პლუს ერთი ხმის მიღება. დანელიას ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირებდნენ. მათი გაშველება კი პოლიციას მოუწია.

„ეს არის კრიმინალი, ეს უნდა იყოს ციხეში, თქვენ ხართ კრიმინალი. თქვენ ახლა უნდა იჯდეთ ციხეში,“ - მიმართა ოპოზიციის წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა გია დანელიას.

  

დღის ამბები