17 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
ხმაური მარნეულის საარჩევნო უბანზე-ოპოზიციის წარმომადგენლის პროტესტს უბანზე დეპუტატის ყოფნასთან დაკავშირებით დაპირისპირება მოჰყვა  

ფიზიკური დაპირისპირება და ხმაური მარნეულში-სადახლოში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო. ჩხუბის მიზეზი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენელის შენიშვნა გახდა, რომელმაც ადგილზე მყოფ "ქართული ოცნების" დეპუტატს მოსთხოვა განემარტა რატომ იმყოფებოდა იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ის ხმას არ აძლევდა. ოპოზიციის წარმომადგენლის კითხვას დეპუტატის გაღიზიანება მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სამართალდამცველებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს

„აქ  იმყოფებოდა საკრებულოს დეპუტატი როშან ისკანდაროვი, აქ ხმას არ აძლევდა და ვკითხე რატომ იდგა და აკვირდებოდა ხმის მიცემის  პროცესს. გარეთ რომ გამოვედით შემაგინა. მერე მეც დავუბრუნე პასუხი. ამ დროს დამიწყო  ყვირილი და ბოლოს დამარტყა. ეს ინციდენტი მოხდა სადახლოს 31 -ე საარჩევნო უბნის წინ,“-განაცხადა აგილ მუსტაფაევმა

რაც შეეხება მარნეულში, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, სერიოზული ტიპის დარღვევა, ამ დროისთვის, არ დაფიქსირებულა. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მარნეულში, 90-ე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა.

დღის ამბები