17 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
ფულის დარიგება ხდება პირდაპირ მანქანებიდან - ოპოზიცია იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლითაც ხელისუფლება არჩევნების გაყაბებას ცდილობს

მობილიზებული საჯარო მოხელეები და მაღალი თანამდებობის პირები - გაერთიანებული ოპოზიცია იმ მეთოდებზე საუბრობს, რომლითაც სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხელისუფლება მოქმედებს. გიორგი ვაშაძის თქმით, საარჩევნო უბნებთან ათობით მანქანაა მობილიზებული, სადაც სხედან საჯარო მოხელეები და აკონტროლებენ ამომრჩეველს.

„მათი მოქმედება შეიძლება რამდენიმე კომპონენტად გამოვყოთ: პირველი ეს არის საჯარო მოხელეები, საკრებულოს წევრები თბილისიდან, დეპუტატები სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უბნებთან არიან პირდაპირ. როგორც ჩანს  კონკრეტული უბანი აქვს დავალებული თითოეულ ჯგუფს და სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებით იქ დგანან და თითოეულ უბანთან სადაც არ უნდა მივიდეთ ვხედავთ რომ 50-60 მანქანა დგას  ქართული ოცნების მიერ მობილიზებული. ეს არის არა ადგილობრივი მოსახლეობა არამედ მათ მიერ ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველაზე მთავარი დარღვევა, რაზეც გიორგი ვაშაძე საუბრობს ამომრჩევლის ღია მოსყიდვაა.

„მეორე მთავარი მაჩვენებელი რაც არის ეს არის ფულის დარიგება. პირდაპირ ხდება ფულის დარიგება. მოჰყავთ ადამიანები. ეუბნებიან მიხვალთ ხმას მისცემთ და როგრც კი გამოხვალთ მე გაძლევ კონკრეტულ თანხას. მესამე კომპონენტი ეს არიან ადამიანები  რომლებიც ვერ მოდიან არჩევნებზე. და რატომ ვერ მოდიან არჩევნებზე? იმიტომ რომ პირადობის მოწმობები აღარ აქვთ. მათი პირადობის მოწმობები იქირავეს საარჩევნო პერიოდის მანძილზე რომ ისინი არ მივიდნენ არჩევნებზე და არ მიიღონ მონაწილეობა,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლები მაქსიმალურად არიან მობილიზებული და ხელისუფლებას არ მისცემენ საშუალებას არჩევნები გააყალბოს. 

დღის ამბები