17 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
მთელი დღის განმავლობაში ავრცელებდით ცრუ ინფორმაციას იმაზე, რომ იყო მოსყიდვა, ერთ ფაქტი ვერ დადეთ ამის - კალაძე "რუსთავი 2"-ს მიმართავს

თბილისის მერის მორიგი თავდასხმა "რუსთავი 2"-ზე - კახა კალაძე ტელეკომპანიას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. თბილისის მერს "რუსთავი 2"-ის მიერ გაშუქებული არჩევნები არ მოეწონა. მისი თქმით, არხი მთელი დღე საუბრობდა მოსყიდვის ფაქტებზე, რაც არ ყოფილა.

„თქვენ მთელი დღის განმავლობაში სამწუხაროდ, ავრცელებდით ცრუ ინფორმაციას, საუბრობდით იმაზე, რომ თითქოს იყო მოსყიდვა, არამხოლოდ მთაწმინდაზე, ზოგადად საუბრობდით ზუგდიდზე, სხვადასხვა ოლქში, ერთ ფაქტი ვერ დადეთ ამის. „ნაციონალური მოძრაობა" დაშლილია, ერთადერთი რაზეც დგას ნაციონალური მოძრაობა, ეს არის ტელეკომპანია "რუსთავი 2" და ნიკა გვარამია,"-განაცხადა კახა კალაძემ. 

კახა კალაძის შეფასებით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა.

„ფაქტობრივად, ყველა ოლქში გაიმარჯვა პარტია „ქართული ოცნების“ წარდგენილმა კანდიდატებმა. მთაწმინდის რაიონშიც ლიდერობს ჩვენი კანდიდატი, არის მეორე ტური, კარგი იქნებოდა, რომ პირველივე ტურში დასრულებულიყო არჩევნები. მშვიდ ვითარებაში წარიმართა არჩევნები ყველა ოლქში, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ზუგდიდში იყო მცდელობა არეულობის შემოტანის, იყო მცდელობა პროვოკაციების, თუმცა, ისეთი ექსცესები არ ყოფილა,”-განაცხადა კახა კალაძემ.

შუალედურ არჩევნებს ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით ენმ-ს მიზანი იყო დესტაბილიზაციის მოწყობა თუმცა არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. 

„ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების დაწყებისთანავე იცოდა, რომ ეს არჩევნები ჰქონდა წაგებული. და მისი დღის წესრიგი არ ყოფილა არჩევნების ჩატარება. მათი დღის წესრიგი იყო ის რომ ზუგდიდში ყოფილიყო არეულობა და დაძაბულობა და შესაბამისად, ეს დაძაბულობა და ე.წ. დუღილი გადაეტანათ მთელს საქართველოზე. ეს პროექტი არ განხორციელდა, ვერ განხორციელდება და შესაბამისად ისინი რა თქმა უნდა უკმაყოფილოები იქნებიან ამით. პროტესტი ნებისმიერი ფორმა, რომელიც არის დამკვიდრებული პრაქტიკა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ამასთან მიმართებაში ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაგვაჩანია. თუმცა მე მგონია რომ პროტესტი რომ იყო რელევანტური ამას უნდა ჰქონდეს ადეკვატური საფუძველი და საზოგადოების მხარდაჭერა. დღეს ყველა კარგად ვხედავთ, რომ ზუგდიდში ჩატარდა არჩევნები მშვიდ გარემოში, დაძაბულობის ფონზე რა თქმა უნდა მაგრამ არსებითი დარღვევები არ ყოფილა,“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.  

დღის ამბები