სპეცოპერაცია, რომელიც ხელისუფლებამ სპეცსამსახურების და ძველი ბიჭების დახმარებით ჩაატარა - ასე აფასებს ოპოზიცია ყველაზე მწვავე და დაძაბულ შუალედურ არჩევნებს. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ძალადობით და მოსყიდვებით გააყალბა არჩევნები და გაყალბება 19 მაისამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო.
გაერთიანებულ ოპოზიციაში არჩევნებს შედეგებს არ აღიარებენ რადგან მათი თქმით, მოქალაქეებმა ვერ დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი.
გაერთიანებული ოპოზიცია სამომავლო გეგმაზე მუშაობას იწყებს.
„ბრძოლა არის ჩვენი, ჩემი მეგობრების, ჩვენი პარტიის და პირველ რიგში ყველა იმ ადამიანის ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული, არჩევანი. ყველა მეთოდით და განსაკუთრებით და განსაკუთრებით ეს არის კარგი, ძლიერი კომუნიკაცია თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან, რომ მივიტანოთ მთავარი გზავნილები, რატომ არის ივანიშვილის რეჟიმი ძალიან სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვის. რატომ არის საფრთხეში ჩვენი ქვეყანა. ყველა შესაძლო მექანიზმით, ყველა შესაძლო ბერკეტით, სამართლიანი არჩევნების მოპოვების მცდელობით და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიგრძნოს, რომ ჩვენი ქვეყანა არის განსაცდელში. გაერთიანებული ოპოზიცია და არა მხოლოდ, პროდასავლური პარტიები შეთანხმებულები ვართ იმაზე რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნების შემოღება, მათ შორის აქციები, მათ შორის კომუნიკაცია, ყველა შესაძლო ეფექტური მექანიზმი,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.